საით უნდა წავიდეს ერი

ამ ტექსტის დაწერა შთამაგონა (სხვანაირად რომ ვთქვათ, ინსპირაცია გახდა) ცნობლმა შოუმენმა….ვინ?..ლევან ვასაძემ. ზოგადად ვასაძე იდეალური მისწრებაა ჟურნალისტებისთვის. იგი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან ვინც საზოგადოების ერთ ნაწილს შოვინისტური ორგაზმით კვებავს, ხოლო მეორე ნაწილს უფრო ლატენტური მიდრეკილება აქვთ, ანუ ნერვები ეშლებათ(გვეშლება) ბრაზდებიან, დასცინიან მაგრამ მაინც უსმენენ. ნუ საპირისპირო იდეოლოგიურ ფლანგზეც ასეა. ეს არაა ახლა მთავარი თემა. რაშია საქმე:   ვისთვის “სასიქადულო ქველმოქველმოქმედი” , ხოლო ვისთვის ჰომოფობი და შოვინისტი (რომელიც ფროიდის თეორიას თუ დავუჯერებთ ლატენტური ჰომოსექსუალია) მსჯელობს იმაზე რა ღირებულებების დამკვიდრება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რა უნდა გადმოვიღოთ დასავლეთიდან და რა არა. მოკლედ საით უნდა წავიდეს ერი. (გავიმეორებ რომ ამ შემთხვევაში ვასაძე მხოლოდ ინსპირაციაა, მის ადგილას ნებისმიერი ერის დამმოძღვრავი შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მათ შორის ბევრი “პროგრესული ლიბერალი”)

რამხელა ცინიზმია! თითქოს ჩვენ საზოგადოება ერთი დიდი უმიზნო და უშინაარსო არსებების ნაკრები ვართ, რომლებსაც საითკენაც მიაბრუნებენ იქით გააგრძელებენ სიარულს. რომლებთაც რასაც შევთავაზებთ მიიღებენ, რასაც ავუკრძალავთ არ მიიღებენ. შეიძლება ჩვენი ქვეყანა ჰგავს უშინაარსო ბრბოს, მაგრამ როდესაც ამას სხვადასხვა ძალაუფლების მქონე ადამიანები ადასტურებენ ეს უკვე ცინიზმის ბოლო სტადიაა.

საზოგადოება ინდივიდებისგან შედგება, რომლებიდანაც ზოგი ქართულს მიიღებს, ზოგი ანგლო-საქსურს, ზოგი გერმანულს და ზოგი თვითონ შექმნის. ხოლო არავინ უნდა გადაწყვიტოს რა იქნება ჩვენთვის უკეთესი ანუ რა შემოგვთავაზონ და რა დაგვიბლოკონ.

ერთი სიტყვით ერი არსად არ უნდა წავიდეს. თავისი მიმართულება ყოველმა ინდივიდმა თავად უნდა აირჩიოს, ისე რომ სხვა ინდივიდის უსაფრთხოებას ხელი არ შეეშალოს.

(მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი,დიდი ალბათობით გრამატიკული შეცდომებით დახუნძლული, სტატია. იმედია შემდეგში მოცულობასაც და ხარისხსაც გავაუმჯობესებ)

ვინა ვარ სიდან მოვსულვარ სადა ვარ წავალ სადაო

მოკლედ მოვახერხე და ბლოგზე დავრეგისტრირდი. აგერ მშვენიერი სათაურიც გამოვაცხვე, აი ისეთი ინტელექტუალური სასტავები რომ წერენ ხოლმე. (ძველი ქართული წყობით)

ერთი სიტყვით მე ვარ კიბერ-დემაგოგი. ძალიან ბევრ სისულელეს ვიძახი, ვერ ვიტყვი რომ არ ვღელავ ამაზე, მაგრამ ვაღიარებ მაინც.

ასე, რომ ბლოგი მგონი საჩემო ადგილია. (ვერ გამოვიდა დასაწყისი მგონი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა)